მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულში მიწის მასაში 77 წლის მამაკაცს ისევ ეძებენ – სოფელ მარელისში მეწყრული პროცესები გრძელდება

ხარაგაულში მიწის მასაში 77 წლის მამაკაცს ისევ ეძებენ – სოფელ მარელისში მეწყრული პროცესები გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილ მამაკაცს ისევ ეძებენ.

მძიმე ტექნიკის, ცოცხალი ძალისა და კინოლოგების ჩართულობით მეწყერში მოყოლილი 77 წლის კაცის სამძებრო სამაშველო ღონისძიებები 15 საათზე მეტია, მიმდინარეობს.

პარალელურად ადგილზე  მეწყრული პროცესები ისევ ვითარდება, ყოველი გაწმენდის შემდეგ მიწის მასა ისევ სარკინიგზო ქსელზე გადმოდის და ლიანდაგებს ქვა-ღორღით ფარავს, რის გამოც  სარკინიგზო გადაადგილება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის  ისევ შეწყვეტილია.

კომენტარები