მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხვალ ქუთაისში გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

ხვალ ქუთაისში გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

ხვალ, 28 იანვარს, 15:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფია, რომელიც გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას უსამართლო პატიმრობას გააპროტესტებს.

მოძრაობა “ხმას” თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

სასამართლომ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“სასამართლო, რომელიც ქალზე მოძალადეს, მკვლელობასა და ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულებს გირაოთი ათავისუფლებს, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მანქანის მინის დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარ პატიმრობას უსჯის. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ხელისუფლება ხასაიასა და ჩიქობავას დაკავებითა და სამაგალითო დასჯით მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ტერორს და მათში პროტესტის ჩახშობას“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები