მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტში ტურისტების მიკროავტობუსი არხში ჩავარდა

ხონის მუნიციპალიტეტში ტურისტების მიკროავტობუსი არხში ჩავარდა

ხონის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.

შემთხვევა სოფელ ნახახულევში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტურისტები მსუბუქად არიან დაშავებული.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები