მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხშირია საავარიო სიტუაციები”, – ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

“ხშირია საავარიო სიტუაციები”, – ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ორმოები გააკეთეს და მიატოვეს.

ადგილზე არსებული მდგომარეობის გამო, ხშირია საავარიო სიტუაციები, რის გამოც ადგილობრივებმა ერთ-ერთ ორმოში პლასმატის ჭურჭელი ჩადგეს.

“გზაზე ორმხრივი მოძრაობაა, აქვე არის უამრავი ამოჭრილი ორმო, არც ერთ მანქანას ორმოში ჩავარდნა არ უნდა, ამიტომ ხშირია შემთხვევები მანქანები საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მხარეს გადადიან, რის გამოც ხშირია საავარიო სიტუაციები, ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას”, – აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები