მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჯაფარიძე, ჯაყელი, ჯაჯანიძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

ჯაფარიძე, ჯაყელი, ჯაჯანიძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ჯაფარიძის, ჯაყელის და ჯაჯანიძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ჯაფარიძე – გავრცელებულია რაჭაში, სვანეთში, იმერეთში და ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს რაჭის მთავართა შორის. მომდინარეობს არაბული საკუთარი სახელიდან “ჯაფარ”. სახელი “ჯაფარა” საქართველოში შემოიტანა ლიპარიტის (ბაღუაშის ძის) მტერმა, არაბმა ამირა(ემირმა) ჯაფარმა 1047წ. ქართულად “ჯაფარა”იგივეა, რაც ჩხიკვი. ჯაფარის ძე, იხსენიება ხუნამისის წარწერაში (Xს. დასასრული). თავდაპირველად, იწერებოდნენ მჯა+ფარ=მჯაფარიძე.

ჯაყელი – საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.

– გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში. შედგება საკუთარი სახელისგან “ჯაჯანი”. ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა “ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.

კომენტარები