მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჯვარელია, ჯინიუზაშვილი, ჯუღაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ჯვარელია, ჯინიუზაშვილი, ჯუღაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ჯვარელიას, ჯინიუზაშვილის და ჯუღაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ჯვარელია – შესაძლებელია მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვისაგან. ჯვარი დაბაა წალენჯიხის რაიონში.

ჯინიუზაშვილი – გავრცელებულია ახალციხესა და თბილისში. ხელოვნურად არის მიღებული ჭილიმუზაშვილ-ისაგან, რომელიც სომხური ორიენტაციის სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის, იმავე შაჰყულაშვილის, წინაპართა გვარი ყოფილა. ამ გვარმა დღემდე მოაღწია.

ჯუღაშვილი – იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).

კომენტარები