მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

100 წლის ჭიათურელი მეცნიერი – ელენე აბაშიძის საიუბილეო საღამო

100 წლის ჭიათურელი მეცნიერი – ელენე აბაშიძის საიუბილეო საღამო

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში გეოლოგია- მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის,100 წლის მეცნიერის ელენე აბაშიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი დაიბადა 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში.

ელენე აბაშიძე ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი;

აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში.

კომენტარები