მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

14 აპრილს ქუთაისში მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

14 აპრილს ქუთაისში მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ქუთაისში, სასტუმრო “არგოში” მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენა დედა ენის დღეს ეძღვნება.

“14 აპრილი დედა ენის დღეა. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ყველასათვის საყვარელი მხატვრის, “დედა ენის” ილუსტრატორის, ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძის პერსონალურ გამოფენას”, – წერია სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე.

გამოფენა 14 აპრილს, 17:00 საათზე ქუთაისში, გ. ტაბიძის #51-ში გაიმართება.

კომენტარები