მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი რუსეთის 443,624-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი რუსეთის 443,624-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

შსს-ს სტატისტიკით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საზღვარი ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებმა გადაკვეთეს.

ამ პერიოდში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 443,624 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 427,443 გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 145,339-ით აღემატება პირველი კვარტლის მონაცემებს. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ჯამში 298,285 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

საერთო ჯამში, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,754,992 ადამიანი შემოვიდა და 1,683,567 გავიდა.

რუსეთის ფედერაციის შემდეგ, საზღვრის კვეთის რაოდენობით, ლიდერი 5 ქვეყანა ასე გამოიყურება:

რუსეთის შემდეგ, ქვეყნის საზღვარი ყველაზე ხშირად თურქეთის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს, საკვლევ პერიოდში ქვეყანაში 413,127 თურქეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა 406,268;

სომხეთიდან საქართველოში 285,403 მოქალაქე შემოვიდა და გავიდა 284,273;

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა – 119,855 მოქალაქე და გავიდა 112,477;

ისრაელიდან შემოვიდა – 71,443 და გავიდა 69,472;

საქართველოს საზღვარი გადაკვეთა აზერბაიჯანის 56,700-მა მოქალაქემ და ქვეყანა დატოვა 53,388-მ;

უკრაინიდან კი შემოვიდა 51,387 ადამიანი და დატოვა 51,253-მა.

კომენტარები