მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

22 ოქტომბერს “თერჯოლობა 2023“ გაიმართება

22 ოქტომბერს “თერჯოლობა 2023“ გაიმართება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 22 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული “თერჯოლობა 2023“ გაიმართება.

ტრადიციული ფესტივალი, ოქტომბრის თვეში 2013 წლიდან აღინიშნება. თერჯოლაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებებია დაგეგმილი.

12:00 საათი – ლაშა გოგიაშვილის სახელობის ფინალური მატჩი მინი-ფეხბურთში; თერჯოლა VS ძევრი;

13:00-19:00 საათი – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იქნება იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დამზადებული ღვინოები, მასტერკლასები ფელამუშისა და ჩურჩხელის მომზადებაში;

ჩატარდება ღვინის კონკურსი, სპეციალურად მოწვეული სომელიეების მიერ, გამოვლენილი იქნება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში; მოეწყობა ტურისტული სივრცე; ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

14:00-19:00 საათი – SpinIt 360-გრადუსიან Slow Motion ვიდეოებისა და Gifit აპარატით (ბეჭდვით) უფასო ფოტო-ვიდეო გადაღება;

14:00-19:00 საათი – პატარების საყვარელი აქტივობა, საპნის ბუშტების შოუ;

12:00-19:00 საათი – საბავშვო გასართობი ატრაქციონები, რომელიც სრულიად უფასო იქნება ყველა პატარისთვის;

13:30 საათი – მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ, ამფითეატრში წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი პროგრამა;

15:00 საათი – სამხატვრო სკოლის ორგანიზებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და მხატვრულ კონკურსში “ჩემი ქალაქის” გამარჯვებულთა დაჯილდოება;

16:00 საათი – ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების ღონისძიება;

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტის, ლევან მაკარიძის მუსიკალური ნომერი; ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტის რამაზ კუბლაშვილის მუსიკალური ნომერი; საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება; წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება; ღვინის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება.

19:00 საათი – სახალხო დღესასწაული “თერჯოლობა 2023“ მუსიკალური ბენდის “რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.

კომენტარები