მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

24 საათში იმერეთში კორონავირუსი 2 222 ადამიანს დაუდასტურდა

24 საათში იმერეთში კორონავირუსი 2 222 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 2 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 979 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 274, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 24 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 73 250 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, გარდაიცვალა – 27. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 23.87%

კომენტარები