მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო”

“26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო”

26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა – პარტიული თანამდებობის პირები, აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას და არც წელს. ეს ყველამ იცოდა და, შესაბამისად, ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“მინდა, ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ “ნაცმოძრაობის“ სახე, რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს. ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არდასწრებას. აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია ვარჯიში. სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არანაირ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა. ისედაც არ ვესწრები ხოლმე. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება.

26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? არა, რას ჰქვია, 26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? არა, აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია აქ ვარჯიში? იმას გეუბნებით, რომ სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა იმ ღონისძიებაზე, ისედაც არ ვესწრები ხოლმე ამ ღონისძიებებს”, – განაცხადა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე 26 მაისს, იმ დროს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართებოდა, სპორტ დარბაზსა და აუზზე იმყოფებოდა.

კომენტარები