მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

27 წლის გიორგი ჩიტაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 წლის გიორგი ჩიტაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 წლის გიორგი ჩიტაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. უმძიმესი დიაგნოზის მქონე პაციენტის ოჯახმა საავადმყოფოში რომ ახალგაზრდის მკურნალობა და რეაბილიტაციის ხარჯების შეგროვება ვეღარ შეძლო, სახლში მოუწყვეს პატარა რეანიმაცია.

თუმცა რამდენიმე დღეა, რაც დაზიანდა  გიორგის  ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მისი გაკეთება ვერ ხერხდება, ახალგაზრდის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრება.

“შემოვიარეთ მთელი თბილისი, ვერავინ შეძლო გაკეთება ეგრეთ წოდებული “კლაპანია” გაფუჭებული, რაც არეგულირებს აპარატის მუშაობას. იქნებ იცოდეთ ვინმე ყიდდეს მეორადს, აპარატს ჰქვია “ltv 1000″. ან გთხოვთ, იქნებ გეგულებათ ხელოსანი, ვინც ასეთ აპარატებს აკეთებს, შეგვეხმიანეთ. დაგვეხმარეთ, რომ იქნებ ისევ მეორადი ვუყიდოთ, თორემ მოგვიწევს საავადმყოფოში გადაყვანა, რაც მის მდგომარეობას დაამძიმებს. გევედრებით მაქსიმალურად გააზიარეთ.

GE79BG0000000648521600

GE90TB7407245061100049

პირადი ნომერი 01027026722 მიმღები ეკატერინე ჩიტაძე, გიორგის და.

ყველამ იცით, რომ გიო 7 წელია, იბრძვის სიცოცხლისთვის. ბევრი ტანჯვა გამოიარა, 3 წელი რეანიმაციაში გაატარა, ახლა კი სახლშია, მაგრამ სახლშია მოწყობილი პატარა რეანიმაცია”, – წერენ სოციალურ ქსელში.

კომენტარები