მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

30 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა იმერეთში

30 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან 309 იმერეთში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 893 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 334, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 27 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 39 036 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, გარდაიცვალა – 51. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.37%

კომენტარები