მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩინური ეფექტი” 120-ე დღეა, გამოიხატება იმაში, რომ რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო შეზღუდვაა”

“ჩინური ეფექტი” 120-ე დღეა, გამოიხატება იმაში, რომ რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო შეზღუდვაა”

“ვხედავთ ჩინურ ეფექტს, რომელიც 120-ე დღეა, გამოიხატება იმაში, რომ რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო შეზღუდვაა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რიკოთის უღელტეხილზე მთავრობის ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობის ჩავარდნილი პროექტი გააპროტესტეს.

მათი თქმით, ამის გამომწვევი მიზეზი კორუფცია, მილიარდობით მოპარული ლარი და “ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის” ინტერესებია.

“აღმოსავლეთ-დასავლეთი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო გზა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების მიხედვით და დღეს 2023 წელია. ჩვენს უკან, აი, ეს მდგომარეობაა. მილიარდობით მოპარული ლარი და აი, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი არის კორუფცია, არის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოლიგარქიული კლანის კორუფციული ინტერესები”, – აცხადებს ვასო ურუშაძე.

ლაშა ფარულავას თქმით კი, ნანგრევებში 2.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა და ეს “ჩინური ეფექტია”, რომელზე “პასუხისმგებელიც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიაა”.

“სანამ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ბიძინა ივანიშვილის თაღლითურ ბიზნეს სქემებს ალაგებს, ჩვენ ვხედავთ ჩინურ ეფექტს, რომელიც 120-ე დღეა, გამოიხატება იმაში, რომ რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო შეზღუდვაა. 2.8 მილიარდი ლარი დაგვიჯდა ნანგრევებში. ეს არის სესხი, რომელიც არის ჩვენი გადასახდელი. ამაზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია”, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

კომენტარები