მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე”

“სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე”

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“პირველ რიგში,  მე მინდა განვმარტო, რაზე იყო საუბარი – ჟურნალისტმა მე მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირადად მე დეტალურად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, რა გადაიტანა…

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით – მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და, რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები