მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“5 დღეა, არ გვინახავს, შვილი ამბობდა, სოფელშიაო” – ქუთაისში ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

“5 დღეა, არ გვინახავს, შვილი ამბობდა, სოფელშიაო” – ქუთაისში ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში 5 დღის განმავლობაში  გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მაშველები დაკეტილ ბინაში 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ შევიდნენ და ადგილზე იმდენად მძიმე ვითარება დახვდათ, რომ ცხედრის გადასვენება სპეციალური ეკიპირებით და ნიღბებით მოუწიათ.

სავარაუდოდ, ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, თუმცა მასთან ერთად მცხოვრებმა შვილმა, რომელსაც არსებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს,  ეს ფაქტი დამალა, მეზობლებს კი უთხრა, რომ დედა სოფელში იყო წასული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე სადარბაზოში მძიმე სუნი იგრძნობოდა.

დედის გაუჩინარება საეჭვო მეორე შვილისთვის გახდა, რომელიც სხვაგან ცხოვრობს. ის ბინაში მივიდა, თუმცა დამ კარი არ გაუღო, ამის შემდეგ კი 112-ს შეატყობინა.

“მოვიდა მისი გოგო, კარები იყო დაკეტილი და მეორე ვინც შიგნით იყო, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აღარ გაუღო კარი, გამოიძახა ამ დამ მაშველები და პოლიცია. მოვიდნენ და ნახეს ეს ადამიანი საკუჭნაოში შეკუჭული. რა მოხდა არაფერი ვიცი. 5 დღეა, არ მინახავს… სოფელშია წასულიო, გუშინ საღამოს ვნახე და ვკითხე შვილს”, – ამბობს მეზობელი.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ხარებავას ქუჩაზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს. გარდაცვლილი პენსიონერი კი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი, რა გახდა ქალის სიკვდილის მიზეზი.

კომენტარები