მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“6 თვეა, ადგილზე მუშა არ გამოჩენილა, ხონის მერი გვატყუებდა, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეაო”

“6 თვეა, ადგილზე მუშა არ გამოჩენილა, ხონის მერი გვატყუებდა, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეაო”

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მოსახლეობა სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურებას აპროტესტებს.

ადგილობრივები რეაბილიტაციის დასრულების მოთხოვნით დღეს სკოლასთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, სოფელი ორი წელია, სკოლოს გარეშეა დარჩენილი და ბავშვები არასათანადო პირობებში სწვალობენ. ისინი რეაბილიტაციის დროულ დასრულებას მოითხოვენ.

“დაუსრულებელი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გორდში. დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ იძახიან, თუმცა სამუშაოები ისევ დაუსრულებელია. 6 თვეა, ადგილზე მუშა არ გამოჩენილა, დღეს გაიგეს ჟურნალისტები მოდიანო და მუშები მოიყვანეს. ხონის მერი გვატყუებდა, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეაო”,- აცხადებენ ადგილობრივები.

მშობლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. მათი თქმოთ, სამუშაოების პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოჩნდა, კვლევების გამო კი სამუშაოები გახანგრძლივდა. მათი თქმით, დასკვნის შემდეგ სამუშაოები განახლდება და შესაბამის ვადებში დამთავრდება.

სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.

კომენტარები