მთავარიახალი ამბები

ქუთაისის “ტორპედო” აუქციონზე ლარად გაიყიდა

ქუთაისის “ტორპედო” აუქციონზე ლარად გაიყიდა

ქუთაისის “ტორპედო” აუქციონზე 577 017 ლარად გაიყიდა.
გუნდის ახალი მფლობელი კი დავით კერესელიძე გახდა.
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” აუქციონზე რამდენიმე თვის წინ გაიტანა.
აუქციონის პირობებით, ახალ მფლობელს კლუბთან მიმართებაში ვალდებულებები ექნება:

კლუბის განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1.000.000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირების (წელიწადში 100-200 ბავშვზე) უზრუნველყოფა, ასევე, კლუბის ვალდებულებების დაფარვა 3.000.000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში.

აუქციონის პირობაა, რომ არ შეცვალოს შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება. მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს მყიდველს ხელი შეუწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში საფეხბურთო ბაზას გადასცემს.

კომენტარები