მთავარიახალი ამბებისლაიდი

ხატია დეკანოიძე – ვაპირებთ ქუთაისში იმ ადამიანების დამარცხებას, რომლებიც ქვეყნის მომავლის მტრად გადაიქცნენ

ხატია დეკანოიძე – ვაპირებთ ქუთაისში იმ ადამიანების დამარცხებას, რომლებიც ქვეყნის მომავლის მტრად გადაიქცნენ

ზუსტად 26 დღეში ქუთაისს უნდა ჰყავდეს არჩეული მერი, რომელიც არ იქნება არცერთი პოლიტიკური პარტიის დაკვეთების შემსრულებელი, რომელიც თავის პოლიტიკურ სიტყვას იტყვის ზუსტად თქვენთვის,- ამის შესახებ ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქალაქის საკრებულოს ერთიანი შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

“2 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება პასუხისმგებელი, რომ ქვეყანას დაუბრუნოს მომავალი. 2 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე ეტყვის ამ ხელისუფლებას უარს იმისთვის, რომ საქართველო არ დატოვოს წარსულში, უარს იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.

ზუსტად 26 დღეში ქუთაისს უნდა ჰყავდეს არჩეული მერი, რომელიც არ იქნება არცერთი პოლიტიკური პარტიის დაკვეთების შემსრულებელი, რომელიც თავის პოლიტიკურ სიტყვას იტყვის ზუსტად თქვენთვის.

26 დღეში ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის მომავალი თუ ქვეყნის წარსული, უნდა დასრულდეს რეფერენდუმის შედეგად იმ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, რომელიც ასრულებს კრემლის დავალებას და საქართველო მიყავს შავ უფსკრულში.

ჩვენ ყველა ერთად ვაპირებთ ქუთაისში ჩვენი მტრის დამარცხებას, ვაპირებთ ქუთაისში იმ ადამიანების დამარცხებას, რომლებიც ქვეყნის მომავლის მტრად გადაიქცნენ, ჩვენ ყველა ერთად გავდივართ რეფერდუმზე და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო რიგითი ამ რეფერენდუმზე”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ერთიანი ოპოზიციის ლიდერებმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ქალაქის საკრებულოს ერთიანი შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ბესიკ ბრეგაძე, ანა კოხრეიძე, ნატო დანელია, ნიკა ნარსია, ჯიმშერ შაშიაშვილი, ამირან ძოწენიძე, თემო პატარიძე.

კომენტარები