მთავარიახალი ამბებისლაიდი

გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

გოგი წულაიამ პარტიის “გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების” საარჩევნო სია წარადგინა.

გოგი წულაიას თქმით, პარტია მერობის ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავისი პარტიიდან თავად იქნება.

როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, სიის წარდგენა პარლამენტის შენობასთან იმიტომ გამართა, რომ ეჩვენებინა როგორი ფიქციაა “ქართული ოცნების” ლოზუნგი “განვითარება ყველა რეგიონს” და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონებისადმი.

“ვიბრძოლებ ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის, დეკონცეტრაციისა და რეალური თვითმმართველობისთვის”, – აღნიშნა გოგი წულაიამ.

კომენტარები