ადვოკატი ლედი ტუკვაძე ქუთაისში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობს.
უფლებადამცველის თქმით, ქალაქიდან ადამიანების მასობრივი გადინება ხდება. ქუჩები გადათხრილია, ხალხი უიმედოდ არის, ცხოვრება კი ყოფილ საპარლამენტო ქალაქში გაუსაძლისი ხდება.
“ერთი დღე წყალი არ არის, მეორე დღეს შუქი. მისაშველებლად ვერ მიხვალ ვინმესთან, დარჩები შენ თვითონ საშველი. მგონი ბომბდამაშენებს აკეთებენ იმხელა ორმოებია ქალაქში. დილის გათენება მეშინია, ვინ იქნება შემდეგი. იგივე პოლიტიკოსები, დაცლილი ქუჩები, უღიმღამო სახეები, ჩამოჩონჩილი ფასადები. თბილისს სისხლის ვუსხამთ, ჩვენ კი ძვირფასო და საუკეთესო ქუთაისელებო, გავშრით და დავრჩით სისხლის გარეშე. უპატრონო ეკლესიის ამბავი კი იცით როგორ მთავრდება.
ხო მართლა, მიშა მოდისო. მისი თვალჭრელა ბიჭები, ისევ თანამდებობაზე არიან. ოხ ეს ოხერი სკლეროზი?! არა რეტრო სტილი”, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
კომენტარები