კვლავ მძიმე რჩება იმ კოვიდდადებითი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ქუთაისში, “კლინიკა ბომონდის” რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
როგორც მკურნალი ექიმი აცხადებს, ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ.
მისივე თქმით, ორივეს ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად არის მოცული და მთელი განყოფილება იბრძვის ტყუპების გადასარჩენად.
ტყუპები, რომლებიც მხოლოდ 20 დღის არიან, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ახალშობილების დედა რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. 47 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.
კომენტარები