მთავარიახალი ამბებისლაიდი

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

გოგუაძემ სტუმრებს პარტიის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მერობის კანდიდატის თქმით, მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობასა და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.

პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთში, ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. პარტია “საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის ნომერია – 25

(R)

კომენტარები