პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე მმართველი გუნდის და ოპოზიციის მერობის კანდიდატებს საჯარო დებატებში იწვევს.
ამის შესახებ გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს.
“პირველივე დღიდან, როდესაც ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში, ჩვენი გუნდის ამოცანა იყო და არის უკეთესი ქუთაისისთვის შრომა.
ქუთაისი იმსახურებს, რომ მერობის კანდიდატებმა წარუდგინონ ქუთაისელებს საარჩევნო ხედვა, პროგრამა და ამოცანები.
მე ვიწვევ საჯარო დებატებში, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციონერ მერობის კანდიდატებს”, – წერს გოგუაძე.
კომენტარები