პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე ნიკეა-ძელქვიანის ოლქის მაჟიროტარობის კანდიდატ ედიშერ მიქაბერიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ესაუბა.
“ედიშერ მიქაბერიძე დიდი შენაძენია ჩვენი გუნდისთვის. ის ნიკეა-ძელქვიანის ოლქის მაჟიროტარობის კანდიდატია. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას. წარმატებებს ვუსურვებ მას და მთლიანად ჩვენს გუნდს”, – განაცხადა გიორგი გოგუაძემ.
პარტია “საქართველოსთვის” მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან.
კომენტარები