ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტისა და სახურავის პრობლემა წვიმის დროს ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის.
ადგილზე ქუთაისის მერობის კანდიდატი “მესამე ძალიდან” ანდრო ლოსაბერიძე იმყოფებოდა, რომლის თქმით, გაუსაძლისი მდგომარეობის მიუხედავად, ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევს.
“კარდაკარ შეხვედრისას ნიკეას ქუჩაზე ვნახეთ სახლი, სადაც წვიმის დროს სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, რომ ბინა მთლიანად იტბორება. გაუსაძლისი მდგომარეობაა ოჯახში. სინკარებიც დაზიანებულია და ლიფტის შახტაც, თუმცა ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევს”, – განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.
ბინაში მაცხოვრებლის თქმით, წვიმის დროს წყალი ლიფტის შახტის მეშვეობით სხვა ბინებშიც ჩადის.
“წვიმის გარეშეც ადვილი შესამჩნევია თუ რა მდგომარეობაშია ეს სახლი. ჩემი სახლის ზემოთ ლიფტის შახტაა. გარდა იმისა, რომ წყალი კედლებს ანადგურებს, წვიმის დროს ლიფტში შესვლაც საშიშია, ელექტროსადენები სველდება და არავინ იცის რა მოხდება”, – აღნიშნა ბინის მაცხოვრებელმა.
კომენტარები