მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ მათ, ვინც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას მხარს დაუჭერს”

“მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ მათ, ვინც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას მხარს დაუჭერს”

მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრებმა ქალაქის ქუჩებში პოსტერები და ფლაერები დაარიგეს.

მოძრაობის წევრები, ქუთაისელებს მოუწოდებენ, რომ ადგილობრივებმა ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მზად არის, რომ პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდეს.

“ქუთაისელებო, თანამოქალაქელებო, მოგიწოდებთ, 2 ოქტომბერის არჩევნებში ხმა მისცეთ იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მხარს საჯაროდ დაუჭერს. კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ შევურიგდებით ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას”, – განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ქუთაისში 2012 -2018 წლებში ფუნქციონირებდა, 2019 წელს კი “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი თბილისში დააბრუნა.

კომენტარები