მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა” ქუთაისის აღმშენებლობის გეგმის პრეზენტაცია გამართა

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა” ქუთაისის აღმშენებლობის გეგმის პრეზენტაცია გამართა

“მესამე ძალა – სტარატეგია აღმაშენებელმა” ქუთაისის აღმშენებლობის გეგმის პრეზენტაცია გამართა. მხარდამჭერებს პრიორიტეტები პარტიის მერობის კანდიდატმა გააცნო.

ანდრო ლოსაბერიძემ ქუთაისში არსებულ სოციალურ საკითხებსა და ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“დღეს ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და იმის განცდა, რომ ქუთაისელი ადამიანი ვერ პოულობს საკუთარ ქალაქში რეალიზების საშუალებას. მათ შორის არის უზარმაზარი რიგები ავიასალაროების წინ. ჩვენი მისიაა გადავაქციოთ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად, რომ აქ ჩამოსული ადამიანი აღფრთოვანებული იყოს არამარტო წარსულის დიადი ძეგლებით, არამედ წარმატებული აწმყოს მოცემულობით, იხილონ ადამიანები ბედნიერი სახეებით. ეს კი შესაძლებელია იმ პროგრამის განხორციელებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩევლებს.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამომრჩევლებს, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი”, – განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა.

კომენტარები