მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გოჩა ავალიანი მოქალაქეებს თანხას ურიგებს”

“ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გოჩა ავალიანი მოქალაქეებს თანხას ურიგებს”

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსყიდვებზე საუბრობს. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე ფულს არიგებენ.

დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გოჩა ავალიანი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.

მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება.

ხატია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა უბნებზე არსებულ სხვა დარღვევებზე. მისი თქმით, კოვიდუბნებზე ხმის განმეორებით მიცემის მცდელობას ქონდა ადგილი. დეკანოიძის თქმით, თუ მის მიერ დასახელებული ხარვეზები არ გამოსწორდება, აპირებს, პირადად მივიდეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მოთხოვოს პასუხი.

“ამ ადამიანებს, ვინც მეორედ მიდიან უბანზე, არ აქვთ, არც ცნობა აქვთ, არც გამოწერილები არიან, ის რომ იზოლაციის ვადა გაუვიდათ, ან გამოჯანმრთელდნენ. შესაბამისად, 77, ე, 79-ე, 33-ე, 65-ე, 73-ე, 79-ე და 33-ე არის დაიყო ეს დარღვევები, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა და კომისიის წევრებმა აღკვეთეს. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიას და კატეგორიულად ვაფრთხილებ, შეეშვან კოვიდსიებით მანიპულირებას. ძალიან მძიმე იქნება შედეგი, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ ჩაერთვება და არ გამოასწორებს ამ საკითხს. ამ ეტაპზე დაწერილი გვაქვს 30-ე საჩივარი. თუ ეს ხარვეზი, მათ შორის სიებთან დაკავშირებით არ გამოსწორდება, პირადად ვაპირებ მივიდე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და პირადად მოვთხოვო პასუხი ამ დარღვევებზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, გარდა ამ დარღვევებისა, რომ გადასატან ყუთში შეყვანილი არიან ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც ასევე მიდიან უბნებზე ხმის მისაცემად. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისის 44-ე და 114-ე უბანზე ქუთაისში. დაფიქსირდა ასეთი ფაქტიც, რომ მარკირების სითხის გამოყენებას არ ახდენდენ 102-ე უბანზე. 99-ე უბანზე კი დაფიქსირდა მობილიზება კოორდინატორებისა და უბნის მაყურებლების, რაც როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ნიშნავს იმას, რომ პოლიციასთან გარიგებული უბნის ბიჭები დგანან უბანზე.

კომენტარები