“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისში 117-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ხატია დეკანოიძის თქმით, ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყნის მომავალი, დღეს საარჩევნო უბანზე უნდა მივიდეს.
“მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არაა, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ნებისმიერ პროდასავლურ პარტიას. თუ არ გვინდა, რომ ვიცხოვროთ გაღატაკებული ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრად წოდებული პირი ნება ყოველდღე ბიძინაობას გვილოცავდეს და სუსი ყოველდღე გვისმენდეს, ხმა მიეცით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მე ხმა დემოკრატიას, კოალიციურ მთავრობას, სიღატაკის, უმუშევრობის დაძლევას მივეცი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
კომენტარები