ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში 124-ე საარჩევნო უბანზე, რის გამოც ხმის მიცემა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ შემაჯამებელი ოქმი, რომელიც დღის ბოლოს უნდა შეივსოს, უკვე შევსებული და მასზე ხელი მოწერილი იყო, საჩივარი დაწერა.
ადგილზე მივიდნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ითხოვდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილი აქვს გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევას, უბნის წარმომადგენლის მტკიცევით, კი ეს მხოლოდ შეცდომა იყო, რომელიც საუბნო კომისიის მდივანს “გამოუცდელობით მოუვიდა”.
შევსებულ ოქმზე უკვე ხელი მოწერილი ჰქონდათ “ქართულ ოცნებასთან” აფელირებულ კომისიის წევრებს.
კომენტარები