ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვერანაირი ოქმების დაყოვნება ვერ მისცემს იმ შედეგს, რომელიც უნდა “ქართულ ოცნებას”
“ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ოქმებისათვის არ აქვთ ქსეროქსის ფურცელი, ესაა სამარცხვინო, ვერანაირი ოქმების დაყოვნება ვერ მისცემს იმ შედეგს, რომელიც უნდა “ქართულ ოცნებას”.
პირველი შედეგი ეს არის 92-ე უბანი, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი. 101-ით – 50. შესაბამისად ითვლება სხვა უბნებიც, მათ შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ძალიან ბევრი უბანი, სადაც ოპოზიცია ლიდერობს დამაჯერებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ქუთაისში”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ქუთაისის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.
კომენტარები