მთავარიახალი ამბებისლაიდი

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში ხატია დეკანოიძემ 43,84% მიიღო, იოსებ ხახალეიშვილმა – 41,53%

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში ხატია დეკანოიძემ 43,84% მიიღო, იოსებ ხახალეიშვილმა – 41,53%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 54 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას ხმების 43,84% აქვს.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით ხმების 41,53% აქვს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ ხმების 4,95% მიიღო, „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ – 8,33%; „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ირინა საღინაძემ – 1,35%.

ამ მონაცემებით, ქუთაისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

კომენტარები