მთავარიახალი ამბებისლაიდი

გოგი წულაიას პარტიამ ქუთაისში 0,87% მიიღო

გოგი წულაიას პარტიამ ქუთაისში 0,87% მიიღო

ქუთაისში გოგი წულაიას პარტიამ 572 ხმა მიიღო.

საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების ეს რაოდენობა 0,87%-ს შეადგენს.

“ახალი ქრიასტიან-დემოკრატიული მოძრაობის” სიის პირველი ნომერი ქუთაისის საკრებულოში გოგი წულაია იყო, თუმცა ბარიერის ვერგადალახვის გამო, ის საკრებულოს გარეშე დარჩა.

ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის”, “საქართველოსთვის”და “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები მოხვდნენ.

გოგი წულაიას ბრძოლის გაგრძელება ისევ ქუჩიდან, პერფორმანსებით მოუწევს.

კომენტარები