იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ყ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მ.ყ.-ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, “მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები