მთავარიახალი ამბებისლაიდი

სამტრედიაში “ქართული ოცნების” აქტივისტები ოპოზიციას და მედიას დაუპირისპირდნენ

სამტრედიაში “ქართული ოცნების” აქტივისტები ოპოზიციას და მედიას დაუპირისპირდნენ

სამტრედიის ცენტრში, საოლქო კომისიასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდენ, “ქართული ოცნების” აქტივისტები მივიდნენ.

ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების ზღვარზე მყოფი სიტუაციის განსამუხტად არაფერი მოუმოქმედებია სამართალდამცველებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.

რამდენიმე მეტრის მოშორებით ვითარებას სავარაუდოდ, პირადად აკვირდებოდა და აკონტროლებდა გაჩერებული ავტომობილიდან თბილისის მერის კახა კალაძის მამა კარლო კალაძე.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მიღებული შედეგებით, სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნულიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას მოითხოვენ.

კომენტარები