მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მთელი პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ეკისრება ივანიშვილს და “ოცნებას”

“მთელი პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ეკისრება ივანიშვილს და “ოცნებას”

ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და”ქართულ ოცნებას” ეკისრება.

“დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ნორმალურ კლინიკაში შემოწმება. ეს არის ყველაზე აუცილებელი.

მთელი პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე ეკისრება ივანიშვილს და ოცნებას”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის იშვიათი დაავადება – თალასემია, რაზეც შიმშილობა ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

“მისი მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა, ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ეხლა უფრო ცუდადაა საქმე, უფრო მძიმედ დადის, ცოტა ლაპარაკი უჭირს და ა.შ. აწუხებს ეს ცუდად ყოფნა. ვთხოვე, რომ მესაუბრა მის დაავადებაზე და მომცა ამის უფლება. ახლა სიტუაცია არის რთული. უარი თქვა ერთ კოვზს თაფლზეც, ვთხოვე დღესაც, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე. ასე თუ გაგრძელდა, არჩევნებამდე მესამე პრეზიდენტი ცოცხალი არ გვეყოლება, ასე ვეღარ გაძლებს”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ალბათ, უკვე საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტმა უკვე 15 კილოგრამამდე დაიკლო.

ამასთან, ექიმი აცხადებს, რომ შიმშილობის ფონზე მისი დაავადებიდან გამომდინარე, სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა, ისე დამძიმდეს, რომ მკურნალობას აღარ დაექვემდებაროს.

კომენტარები