მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში პური 5-20 თეთრით გაძვირდა

ქუთაისში პური 5-20 თეთრით გაძვირდა

სასურსათო მაღაზიებში პური გაძვირდა. პურის ფასი დახლზე 5-20 თეთრით გაიზარდა.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით, დღეს დისტრიბუტორებმა პური გაძვირებული ფასით ჩააბარეს, შესაბამისად ფასი სასურსათო ობიექტების მეპატრონეებმაც გაზარდეს.

„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური გუშინდელი დღიდან 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება”, – აცხადებს კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელი.

კომენტარები