“თავისუფლება მიშას” – ამ მოწოდების გარშემო მესამე დღეა არაერთი მოქალაქე ერთიანდება. შეიქმნა პეტიციაც-მანიფესტით, რომლითაც მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ხელმომწერები ფიქრობენ, რომ არ არის მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება. მთავარია, სურთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და მოსამართლეები, რომლებიც ოლიგარქისა და მისი გუნდის სიმშვიდის სადარაჯოზე არიან.
ხელმომწერთა შორის სასულიერო პირები, მწერლები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები არიან.
პეტიციას ხელი მოაწერა მეუფე მელქისედეკმაც.
“მე პეტიციას მოვაწერე ხელი პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი პოზიცია”, – აღნიშნა მეუფემ.
კომენტარები