ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში არსებული ეკლესია უცნობმა პირებმა გატეხეს. არსებული ინფორმაციით ტაძარი დაარბიეს, წაღებით კი მხოლოდ შანდალი მოიპარეს.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-სთან საუბრისას ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი ამბობს, რომ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ასევე სოფლის სასაფლაოებზე არსებული საგნებიც მოიპარეს.
დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არკვევენ.
კომენტარები