მუხნარის ტყის გადასარჩენად სამუშაოები გრძელდება. ადგილზე დღეს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე იმყოფებოდა.
დეპუტატის თქმით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამ დროისთვის მოიჭრა გამხმარი ხეების ნაწილი და ჭრა გრძელდება.
“შემოისაზღვრა ტერიტორია, რათა პირუტყვისგან არ მოხდეს ტყის დაზიანება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, როგორ ვებრძოლოთ მავნებელ ხოჭოს, რათა გადავარჩინოთ ე.წ. ქუთაისის ფილტვები”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ამასთან, დეპუტატმა საზოგადოებას მოუწოდა, გარემო არ დააბინძურონ.
“ერთად ვიზრუნოთ მუხნარის ტყის გადასარჩენად”, – აღნიშნა მან
კომენტარები