Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან 700 იმერეთში გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 255 კოვიდინფიცირებული იმყოფება.
მძიმე პაციენტია 412, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 093 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298 ადამიანი, გარდაიცვალა – 26. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.58%
კომენტარები