ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი შელახული ღირსების აღდგენას სასამართლო გზით აპირებს.
ამის შესახებ სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა “მაესტროს” პირიდაპირ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ცილისწამების მოთმენას აღარ აპირებს.
“ქუთაისი ურთიერთობების ქალაქია. იციან ჩემი ოჯახის შესახებ, ჩემი გაკეთებული საქმეების შესახებ და არ მიწევს მტკიცება ვინ ვარ, თუმცა ის ცილისმწამებლური კამპანია, რაც ჩემს მიმართ იყო, არ ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გავატარო. მივიღე გადაწყვეტილება, მივმართო შესაბამის ინსტანციებს და მოვითხოვო ჩემი შელახული ღირსების აღდგენა. არაა გამორიცხული სასამართლოსაც მივმართო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების ღირსების შელახვა”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა “მაესტროს” პირდაპირ ეთერში.
კომენტარები