Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან 876 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 299 კოვიდინფიცირებული რჩება.
მძიმე პაციენტია 419, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 27.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 ადამიანი, 28 – გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.93%
კომენტარები