ჭიათურის მერობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას ქუთაისის ოპოზიციის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს უცხადებს.
ამის შესახებ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში წერს.
“შვილიშვილებს რომ მოვუყვები, 2021-ის არჩევნებზე პირველ ტურში “ციცქას” ვებრძოდით და მეორე ტურში “ბოცასთქო”, იმედი მაქვს, რომ საერთოდ არ დააინტერესებთ ეს ისტორია..
უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ!”, – წერს ჩაჩანიძე.
ჭიათურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ნოდარ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 35,73%-მა დაუჭირა მხარი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან. ჭიათურის მერის აგენტურული სახელია – “ციცქა”, ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის – “ბოცა”
კომენტარები