მთავარიახალი ამბებისლაიდი

“შეყვარებული ჩემი თავი მომწონს”-ელზა ჩუბინიძე

“შეყვარებული ჩემი თავი მომწონს”-ელზა ჩუბინიძე

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  ტელეკომპანია “tv პირველის” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტი, ელზა ჩუბინიძეა.

სახელი : ელზა

გვარი: ჩუბინიძე

სამუშაო ადგილი: ტვ ,,პირველი.”

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი…ფსიქოლოგი.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… მოულოდნელობები და ის, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მაპოვნინა.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ...უფრო მრავალმხრივ და საინტერესო სივრცეში ვიმუშავებდი.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… და ყველაზე მძიმე- ჩამონგრეული კორპუსი ბათუმში.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… სიყვარულის და სიხარულის უნარს.

მჯერა, რომ… გამოიდარებს.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… არასოდეს და არსად დამიხრია თავი, და კიდევ, შეყვარებული ჩემი თავი მომწონს.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… უცებ შემიძლია სიტუაციების ჩემთვის განულება.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… რის თუ ვის?

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… ტორტების მცხობელი ვყოფილიყავი, მოგვიანებით მსახიობობა მინდოდა.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… პარიზში.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ხატვა მინდა შემეძლოს.

ამოჩემებული სამოსი… ჯინსი, ამ ბოლო დროს.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… არაფერი ისეთი.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის … ძალიან მიყვარს.

ადრე ვფიქრობდი, რომ…არ შემეძლო.

ახლა ვფიქრობ, რომ… შემიძლია.

თავისუფალ დროს… როგორ დროს?

მეშინია… ჩემი ადამიანის დაკარგვის.

ვტირი მაშინ, როდესაც... ძალიან მტკივა, ან ძალიან ბედნიერი ვარ,ან ძალიან მენატრება, ანუ,ხშირად ვტირი,ამასაც ვასწრებ.

მრცხვენია მაშინ, როდესაც…თავადაც არ მომწონს ის,რასაც ვაკეთებ. ხდება ხოლმე, იშვიათად,მაგრამ მაინც

ყველაზე მეტად მიყვარს… ჩემი დაბადების დღე, შობა-ახალი წელი და თოვლი.

არასოდეს გავაკეთებ…,,არასოდეს თქვა არასოდეს” ბანალურია,მაგრამ მართლა ასეა.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…ყოველთვის ვამბობ იმას,რისი თქმაც მინდა.

სიყვარული არის… ყველაფერი.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… ანი რომ დაიბადა.

როდესაც ცუდად ვარ… ქუჩებში დავდივარ ფეხით ან მუსიკას ვუსმენ.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… რომელი საათია.

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… გააჩნია,ვისთვის რა არის სისულელე.

პირად ურთიერთობებში ვარ… პირადი.

მინდა დამიმახსოვრონ ისეთი...როგორსაც მხედავენ.

კომენტარები