ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, – ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ხათუნა ჟორდანიამ განაცხადა, მთელი საქართველო დღეს ღირებულებითი არჩევანის წინაშეა.
“მე პირადად “ქართულ ოცნებას” იმ დღიდან ვაძლევს ხმას და თანავუგრძნობ, რა დღიდანაც ეს პარტია შეიქმნა. ჩვენ, ვინც “ქართულ ოცნებას” ვაძლევთ ხმას, ბევრი პრეტენზიაც გვაქვს მთავრობასთან, მაგრამ როდესაც დღეს არჩევანის წინაშე ვდგავართ – სიყვარული თუ ბოროტება, თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება თუ ტერორი, მე მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” დღეს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეს და ვერ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში ამდენი წლის მერე თუკი არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია, რომ მწამებელთა პარტიას ხმა მისცენ. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარია. რაც შეეხება ბატონ სოსოს, პირველ რიგში, ის ჩემთვის “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატია და უპირობოდ დავუჭერ მხარს. ამას გარდა, ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს”, – განაცხადა ჟორდანიამ.
ცნობილი სახეები ქუთაისში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდასაჭერად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, მათ შორის არიან ხათუნა ჟორდანიას, გივი სიხარულიძე, ბექა ჩხაიძე და სხვები.
კომენტარები