ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმერეთში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინა.
პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებმაც PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს.
“იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა რვა პირი, რომლებმაც, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
კომენტარები