მთავარისლაიდისხვადასხვა

“ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ ერთგულებას”-ლევან ფანცხავა

“ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ ერთგულებას”-ლევან ფანცხავა

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის  ჟურნალისტი, ლევან ფანცხავაა.

სახელი: ლევანი.

გვარი: ფანცხავა.

სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია “რუსთავი 2.”

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი: მსახიობი.

ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს: როცა ქვეყნის მაჯისცემაზე გვიდევს ხელი, ხშირად დროს ერთი წამით ვუსწრებთ.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ: წინასწარ ამ პროფესიაში რთულია დაგეგმგო რა და როგორ იქნება. ეს “მეგონა” დღევანდელი რეალობაა.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი: ბევრია ასეთი, მაგრამ ახლა პირველი რაც გამახსენდა ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებია.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ: ერთგულებას. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ ბანალური, გადრდაუვალი სიზუსტეა.

მჯერა, რომ: ერთ დღესაც სამყაროში ყველა ბედნიერი ადამიანი იცხოვრებს.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში: ალბათ პასუხისმგებლობის გრძნობა.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში: მარტივად შეიძლება ვენდო ადამიანს.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის: ოჯახი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ: ბევრ კუნძულზე მემოგზაურა.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა ვიყო: პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებულ სამყაროში.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე: ვიცოდე ბევრი უცხო ენა.

ამოჩემებული სამოსი: არ მახსენდება.

ყველაზე ხშირად მავიწყდება: რომ დრო ძალიან სწრაფად გადის.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის: სიტყვა ზოგადად, ალბათ.

ადრე ვფიქრობდი, რომ… ადამიანები იცვლებიან.

ახლა ვფიქრობ, რომ,,, ეს ასე არ არის.

თავისუფალ დროს… ჩავიდივარ ჩემს ოჯახთან. მეგობრებთან ერთად ვატარებ დიდ დროს.

მეშინია… ყველაფრის, რაც ქმის საფრთხეს და რისიც უნდა ეშინოდეს ყველა ნორნალურ ადამიანს.

ვტირი მაშინ, როდესაც… წინასწარ ალბათ არასდროს იცი.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… ადამიანებს ვერ ვეხმარები, თუ ეს ჩემს ძალებს აღემატება.

ყველაზე მეტად მიყვარს… როცა სხვა ადამიანს ახარებ, როცა ეს შეგიძლია.

არასოდეს გავაკეთებ...გაცნობიერებულად არასდროს ვაწყენინებ ადამიანს.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…
ახლაც არ თუ ვერ ვიტყვი. ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

სიყვარული არის…ერთ შემთხვევაში ყველაფერი. მეორე შემთხვევაში არაფერი. შუალედი არ არსებობს.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… ერთ კონკრეტულს ვერ ვიტყვი. ბევრჯერ ყოფილა ეს “მაშინ”.

როდესაც ცუდად ვარ...მთავარია არ ვიყო მარტო.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… კიდევ ერთი საათიც და მეყოფოდა ძილი.

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… ყველაზე დიდი არ მახსენდება. და ისე აღარ დავწვრილმანდები.

პირად ურთიერთობებში ვარ… ის ვინც ვარ.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… ლევან ფანცხავა. სხვა დანარჩენიც ალბათ ამ ორი სიტყვაზეა დამოკიდებული.

კომენტარები